ღაზაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატებიდან 800-მა სატრანსპორტო თვითმფრინავმა და 140-მა გემმა ისრაელში 90 000 ტონაზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატებიდან 800-მა სატრანსპორტო თვითმფრინავმა და 140-მა გემმა ისრაელში 90 000 ტონაზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა

ღაზაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატებიდან 800-მა სატრანსპორტო თვითმფრინავმა და 140-მა გემმა ისრაელში 90 000 ტონაზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა, – ამის შესახებ ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, მე-800 თვითმფრინავი ისრაელში დღეს დილით ჩაფრინდა.

ომის დაწყებიდან ისრაელისთვის მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობა მოიცავს ჯავშანტექნიკას, საბრძოლო მასალას, აღჭურვილობას, პირადი დაცვის საშუალებებს და სამედიცინო აღჭურვილობას.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მიწოდება მნიშვნელოვანი კომპონენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეძლონ ოპერაციების გაგრძელება როგორც ომის მიზნების მისაღწევად, ასევე მზადყოფნისა და მარაგების გასაუმჯობესებლად.