ღაზაში, ნასერის ჰოსპიტალზე ისრაელის იერიშს, სულ მცირე, 15 ადამიანი, მათ შორის სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა

12:53, 25.08.2025

ისრაელის მიერ ღაზაში, ნასერის ჰოსპიტალზე მიტანილ დარტყმას, სულ მცირე, 15 ადამიანი, მათ შორის სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა.

დაღუპული კორესპონდენტებიდან ერთ-ერთი სააგენტო „როიტერისთვის“ ოპერატორად მუშაობდა.

ასევე დაჭრილია „როიტერთან“ კონტრაქტით მომუშავე ფოტოგრაფი.

მსგავსი