ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ომის დასრულების მოთხოვნით თელ ავივში აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ომის დასრულების მოთხოვნით თელ ავივში აქცია გაიმართა

თელ ავივში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები ღაზაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ომის დასრულებას ითხოვდნენ.

მანამდე „ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი ისრაელელი მძევალი, რომელიც უკიდურესად გამხდარია.

როგორც ისრაელის მედია წერს, ეს ვიდეო ასახავს, თუ რამდენად მძიმე პირობებში არიან მძევლები.

მძევლების ოჯახების განცხადებით, ისრაელი და საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს „ჰამასის“ სისასტიკეს.