ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახებმა პასექის დღესასწაული ერთად აღნიშნეს და ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდეს, მძევლების გასათავისუფლებლად მიაღწიოს „ჰამასთან“ შეთანხმებას
ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახებმა პასექის დღესასწაული ერთად აღნიშნეს. მათ საპროტესტო აქციების მონაწილეებთან ერთად მოუწოდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას, მიაღწიოს „ჰამასთან“ შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად.
„ამ საღამოს გადავწყვიტეთ აქ ყოფნა, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ მძევლების ოჯახების მიმართ, რომლებიც მონობაში, ტყვეობაში იმყოფებიან ღაზაში უკვე წელიწად-ნახევარია“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ისრაელმა მარტის თვეში ღაზის მიმართულებით შეტევები განაახლა. ისრაელში აცხადებენ, რომ ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე დარჩენილი 59 მძევალი არ გათავისუფლდება.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მძევლებს გაათავისუფლებს მხოლოდ იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ომს დაასრულებს და უარყოფს მოთხოვნებს იარაღის დაყრის შესახებ.