ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია  გაიმართა
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

პოლიციის მონაცემებით, დემონსტრაციაში 300 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის პარალელურად, ბრიტანეთის დედაქალაქში ასევე დემონსტრაცია გამართეს ულტრამემარჯვენე დემონსტრანტებმა, რომლებიც პოლიციას დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა სცადეს პოლიციის ხაზის გარღვევა პროპალესტინური აქციის მახლობლად. მოგვიანებით, ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით კონტრაქციის 82 მონაწილე დააკავა.