ღაზაში, ალ-აქსას საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა
ღაზაში, ალ-აქსას საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა

ღაზაში მდებარე ალ-აქსას საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, თავდასხმა ცენტრალურ და სამხრეთ ღაზის ნაწილებში განხორციელდა.

მანამდე ისრაელში განაცხადეს, რომ „ჰამასმა“ ისრაელის ძალებზე თავდასხმა განახორციელა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზაზე იერიში მიიტანა.

„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, იზატ ალ რიშეკმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება და აღნიშნულში ისრაელი დაადანაშაულა.