ღაზას სექტორში შეტაკების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა [ვიდეო]

ღაზასა და ისრაელის საზღვარზე შეტაკებებს ერთ დღეში რვა პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საპროტესტო აქციები ისრაელის სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

ბოლო ერთ კვირაში 30-მდე პალესტინელი დაიღუპა, 1000-მდე კაცი დაშავდა. ღაზა-ისრაელის საზღვარზე პალესტინელებმა საბურავები მიიტანეს და ცეცხლი დაანთეს.

ადგილზე ისრაელის სპეცრაზმი და მძიმე ჯავშანტექნიკაა მობილიზებული.

ე.წ. დაბრუნების მარში ღაზას სექტორში 10 დღის წინ დაიწყო, რომელიც პალესტინელებისთვის ისრაელის მიერ მათი მიწების ოკუპაციისადმი დაუმორჩილებლობის იდეას გამოხატავს. მარშის ათასობით მონაწილე ღაზა-ისრაელის საზღვართან აღმართულ მავთულხლართებთან არის დაბანაკებული.

პალესტინური მხარე ამტკიცებს, რომ აქციები მაისამდე გაგრძელდება.