ღაზას სექტორში შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ღაზას სექტორში შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში პალესტინელებსა და ისრაელელ პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ერთი პალესტინელი დაიღუპა. მან იერიში სამართალდამცველზე დიდი ზომის ქვებით მიიტანა, რის გამოც პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა.

ღაზას სექტორში საპროტესტო აქციები რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ მოწოდებით დაიწყო, რაც დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მოჰყვა. „ჰამასი“, რომელსაც ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს, ისრაელს ომით დაემუქრა.

ღაზას სექტორში პალესტინელებმა პროტესტის ნიშნად საბურავები დაწვეს, პოლიციაზე იერიში ქვებით მიიტანეს, რის შემდეგაც ისრაელის მთავრობამ პალესტინური ადმინისტრაციის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი და მძიმე ჯავშანტექნიკა გაგზავნეს.

შეტაკებები მიმდინარეობს დასავლეთ სანაპიროზე. საერთო ჯამში 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დატოვე კომენტარი