ღაზის სექტორში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დაწესდა

16:46, 25.08.2020

ღაზის სექტორში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლტოლვილთა მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებლების, სამკურნალო დაწესებულებების სიმცირისა და სიღარიბის გამო, „კოვიდ-19“-ის გავრცელება განსაკუთრებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

მთავრობის სპიკერის განცხადებით, ღაზის სექტორში კორონავირუსი ლტოლვილთა ერთ-ერთი ოჯახის ოთხ წევრს დაუდასტურდა. ეს ღაზის სექტორში ვირუსის ადგილობრივი გადაცემის პირველი შემთხვევაა.

მსგავსი