ღაზას სექტორიდან ნასროლ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის აფეთქებას ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა
ღაზას სექტორიდან ნასროლ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის აფეთქებას ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა

ღაზას სექტორიდან ნასროლ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის აფეთქებას ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, რაკეტა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან ნეტივ ჰაასარას დასახლების მიმართულებით ისროლეს.

გავრცელებული ცნობით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მაღალი გამავლობის ავტომობილს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

ღაზას სექტორის მომიჯნავე ისრაელის დასახლებებში გამაფრთხილებელი საგანგაშო სიგნალების ხმა ისმის.