ღაზა-ისრაელის საზღვართან სროლას 13 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზა-ისრაელის საზღვართან სროლას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზა-ისრაელის საზღვართან შეკრებილ პალესტინელ ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებულია სულ მცირე 13 ადამიანი.

მასშტაბური დემონსტრაცია საზღვართან პარასკევს დაიწყო. მასში მონაწილეობას 30 ათასი პალესტინელი იღებს. ისრაელის არმიასთან შეტაკების შედეგად, პირველ დღეს 15 პალესტინელი დაიღუპა. 500-ზე მეტი კი დაშავდა. რის გამოც პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა შაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „დაბრუნების მარში“, ღაზას სექტორის საზღვართან აღმართულ მავთულხლართებთან იმართება. პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რომელიც პალესტინურ მხარეს ოკუპირებულ მიწად არის აღიარებული.

ისრაელის ჯარმა საზღვართან მოახლოებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა. პალესტინელები ამბობენ, რომ აქციები ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „დაბრუნების მარში“ პალესტინაში 1976 წლიდან იმართება.