ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთი მონაკვეთი საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გამო დაიკეტება
ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთი მონაკვეთი საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გამო დაიკეტება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირი სამედიცინო უნივერსიტეტთან დაიკეტება. მერიის ცნობით, ადგილზე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება.

„საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება. შესაბამისად, ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით იმოძრავებს იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით.

ხიდის ადგილზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედებულია შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელი. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

დატოვე კომენტარი