ღამით საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება
ღამით საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ჰუგო ჰუბერტის ქუჩის N97-თან დღეს წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 3 ივნისს 23:50 საათიდან 4 ივნისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში: დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, სტრაბონის, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, სტივენსის, ლამბერტის, კლაპროტის, რაინგესის, ბარონ დებაის, ჰუბერტის, ზუტნერის, შერმადინის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, დანიბეგაშვილის, იან ფომერის, ბელოის, მომპერეს, კასტელის, შმერლინგის, ტილკეს, ბატონიშვილის, მარკო პოლოს, მირიან მეფის, შაქარაშვილის, თავდადებულის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას ქუჩებს, გეხლტმანის ქუჩას და ჩიხებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, – აცხადებენ კომპანიაში.