ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 90 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 56-ის ჩამოგდება მოახერხეს
ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 90 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 56-ის ჩამოგდება მოახერხეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქს ავიაბომბებით დაესხა თავს, შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, დანგრეულია კერძო საცხოვრებელი სახლები.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ხალხია მოყოლილი.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ათ დასახლებულ პუნქტზე 397 დარტყმა მიიტანა.
სუმის რეგიონზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.