ღამით რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ოდესის ცენტრში იუნესკო-ს დაცვის ქვეშ არსებული ისტორიული ობიექტები, დაშავდა ოთხი ადამიანი.
კერძოდ, დაზიანებულია ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ოდესის ცენტრალური ბაზარი „პრივოზი“, სადაც ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, ცეცხლი გაჩნდა დაზიანებული კორპუსის ორ სართულზე, არის კონსტრუქციის ჩამონგრევის საფთხე. მაშველებმა შენობიდან 38 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ასევე, დრონებით იერიშის შედეგად ოდესაში დაზიანდა კერძო სახლი და ავტოგასამართი სადგური.
