ღამით კოსტავას ქუჩის ნაწილი გადაიკეტება
ღამით კოსტავას ქუჩის ნაწილი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟი გრძელდება.

მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან – იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვისჯგუფი“ ახორციელებს.​

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.