ღამის საათებში საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ღამის საათებში საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, ღამის საათებში საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 01:00-დან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, შალვა ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის და მირიანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.