ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით ბათუმში მსვლელობა იმართება
ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით ბათუმში მსვლელობა იმართება

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები საპროტესტო მსვლელობას აბაშიძის ქუჩაზე აწყობენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა უსამართლოდ არის დაწესებული.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მსვლელობის დროს ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან მცირე სიტყვიერ დაპირისპირებასაც. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რის საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქუჩაში პროტესტის ნიშნად დილის 05:00 საათამდე დარჩებიან.