ღამის ეკონომიკის საკითხებზე თბილისში საერთაშორისო ფორუმი გაიმართება 
ღამის ეკონომიკის საკითხებზე თბილისში საერთაშორისო ფორუმი გაიმართება 

ღამის ეკონომიკის საკითხებზე ოქტომბერში თბილისში, საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ქალაქების ღამის მერები,  – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ფორუმზე საუბარი იქნება ღამის ეკონომიკის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე.

„ოქტომბერში ვგეგმავთ ძალიან დიდი ფორუმის ჩატარებას საქართველოში, რომელიც იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის. ფორუმზე  მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ქალაქების ღამის მერები. ჩვენ ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ, რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა. პირველი პროექტით მოხდება ავტობუსების დამატება ღამის საათებში, პარასკევსა და შაბათს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკვე ეს პროექტი ამოქმედდება. სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა და პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.