ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში პარასკევსა და შაბათს, ღამის საათებში ავტობუსების დამატებითი რეისები დაინიშნება 
ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში პარასკევსა და შაბათს, ღამის საათებში ავტობუსების დამატებითი რეისები დაინიშნება 

თბილისში, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში ავტობუსების დამატებითი რეისები დაინიშნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა.

ამასთან, კალაძის განცხადებით, თბილისში ოქტომბერში ღამის ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

„ფორუმზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების ქალაქების ღამის მერები. ჩვენ ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ, რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.