გიორგი კახიანი - პარლამენტი უახლოეს სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტს
გიორგი კახიანი - პარლამენტი უახლოეს სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტს

თუ ვინმე თვლის, რომ კანონმდებლობა არის დარღვეული, ეს ნიშნავს, რომ მან უბრალოდ არ იცის პროცედურები და კანონმდებლობა,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა სალომე ზურაბიშვილის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პარლამენტის წევრი იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას, იმ მომენტიდან პარლამენტი მას უფლებამოსილებას უწყვეტს.

„მას შემდგომ, რაც ქალბატონი სალომე გახდა საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტში დაიწყო აღნიშნული პროცედურა. ჩატარდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას და უკვე უახლოეს პალენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქალბატონ სალომეს შეუწყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას. მსგავსი პროცედურა ამ მოწვევის პარლამენტშიც ყოფილა და მით უმეტეს, წინა მოწვევის პარლამენტშიც არაერთხელ მომხდარა. თუ ვინმე თვლის, რომ კანონმდებლობა არის დარღვეული, უბრალოდ მან არ იცის კარგად კანონმდებლობა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.