გელა ხასაიას ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი 21 თებერვლისთვის გადაიდო
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას ადმინისტრაციული საქმე განიხილებოდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე გამოიკითხა ერთი სამართალდამცველი.
მოწმემ ხასაიას მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 დეკემბერს „დროას“ ოფისთან ნიკა გვარამიას დაკავებაში ხასაია ხელს უშლიდათ და პოლიციას არ ემორჩილებოდა. თავად ხასაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას უარყოფს და მოწმეს ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებს. ხასაიას თქმით, მის დაკავებაში აღნიშნულ მოწმეს მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
პროცესი 21 თებერვლისთვის გადაიდო.