გეთვიკის აეროპორტში დრონების გაშვების საქმეზე დაკავებულები გაათავისუფლეს
ბრიტანეთის პოლიციამ გეთვიკის აეროპორტში დრონების დანაშაულებრივი გამოყენების საქმეზე, გამოძიების ფარგლებში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლა.
სამართალდამცველებმა 47 მამაკაცი და 54 წლის ქალბატონი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით დაკავებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და ისინი აღარ არიან ეჭვმიტანილები.
პოლიციის განცხადებით, საფრენი აპარატების გაშვება იყო განზრახ ჩაფიქრებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა აეროპორტის მუშაობის შეფერხებას.
გეთვიკის აეროპორტში 19 დეკემბერს უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა, რის გამოც ორი დღის განმავლობაში აეროპორტი პარალიზებული იყო.