გერვასი თაბაგარი ჭაბუკ ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა
ჭაბუკ ძალოსანთა შორის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა 134, 138 და 140 წარმატებით დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში შეკვეთილი წონები 166, 170, და 177 კილოგრამიც გამარჯვებით დააფიქსირა და მეორე მოძრაობაშიც ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ის ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამით ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაასრულა.
ლეონში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 89კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ესართიამ სამი ვერცხლის მედალი მოიგო.
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა გუნდის წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.