გერმანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გადარჩენილი 88 მიგრანტის იტალიაში შეყვანის უფლება მიიღო
გერმანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გადარჩენილი 88 მიგრანტის იტალიაში შეყვანის უფლება მიიღო

გერმანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გადარჩენილი 88 მიგრანტის იტალიაში შეყვანის უფლება მიიღო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სიაის“ გემი ხმელთაშუა ზღვაში ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ მიგრანტებს იტალიის სამხრეთ სანაპიროზე, ტარანტოს პორტში შეიყვანს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემ „ალა კურის“ ეკიპაჟის წევრებმა ხმელთაშუა ზღვაში ოპერაცია ერთი კვირის წინ ჩაატარეს. თუმცა აქამდე ევროპული ქვეყნებისგან მიგრანტების შეყვანის ნებართვას ელოდნენ. ამ ხნის განმავლობაში გემი იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან იმყოფებოდა.

მიგრანტების ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილება იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმების შემდეგ მიიღო. ევროპული სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილება მოხდება.