გერმანული „უნიონის“ ფეხბურთელებმა კორონავირუსის გამო, ხელფასებზე უარი განაცხადეს
გერმანული „უნიონის“ ფეხბურთელებმა კორონავირუსის გამო, ხელფასებზე უარი განაცხადეს

გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „უნიონის“ ფეხბურთელებმა მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, ხელფასების აღებაზე უარი განაცხადეს.

გუნდის ხელმძღვანელობამ და მომსახურე პერსონალმაც მოთამაშეებს მხარი აუბეს და დროებით ისინიც უსასყიდლოდ იმუშავებენ.

„ბოლო პერიოდი ძალიან ბევრს ვშრომობდით, რათა კლუბს ბუნდესლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა. ახლა ყველამ უარი ვთქვით საკმაოდ დიდ თანხებზე. ჩვენც გვინდა, მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი მცირე წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა „უნიონის“ პრეზიდენტმა დირკ ცინგლერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გათამაშების 25-ე ტურის შემდეგ, ბერლინური კლუბი 30 ქულით მე-11 ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ნახევარ მილიონამდე ადამიანია დაინფიცირებული.