გერმანიის მთავრობა აპირებს მინიმუმ 22 მაისამდე გადადოს „ბუნდესლიგის“ განახლება.
იტყობინებიან, რომ ქვეყნის მთავრობაში აქვთ დაჟინებული მოთხოვნა – სეზონის რესტარტამდე ყველა გუნდმა გაიაროს ორკვირიანი კარანტინი. გერმანული სააგენტო DPA-ის მონაცემებით, კარანტინი შეიძლება ორგანიზებული იყოს საწვრთნელი ბანაკის ფორმატში.
6 მაისს, ოთხშაბათს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 16 ფედერალური მიწის ხელმძღვანელთან უნდა განიხილოს ქვეყანაში საკარანტინო ზომების შემსუბუქება. ელოდებოდნენ, რომ ამ სხდომაზე გამოცხადდებოდა ბუნდესლიგის 15 მაისს განახლების შესახებ.