გერმანული პრესა - „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად არსენ ვენგერს დანიშნავენ
დღეს, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს ნიკო კოვაჩი. ამის შესახებ გერმანიის ჩემპიონი სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს, – იტყობინება გაზეთი „ბილდი“ (Bild).
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, „ბაიერნს“ სათავეში „არსენალის“ ყოფილი დამრიგებელი არსენ ვენგერი ჩაუდგება.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგის შვიდი ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა. მიუნხენელებს ამ მომენტისთვის ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.