გერმანული პოლიცია „ჰოფენჰაიმის“ ვარჯიშზე დრონთან დაკავშირებულ ინციდენტს იძიებს
გერმანელი სამართალდამცავები „ჰოფენჰაიმის“ საწვრთნელ ბაზაზე შეფრენილ დრონთან დაკავშირებულ ინციდენტს იძიებენ.
18 დეკემბერს, „ვერდერთან“ გასამართი ბუნდესლიგის მატჩის წინა დღეს, „ჰოფენჰაიმის“ ბაზაზე დრონი შეფრინდა. მან რამოდენიმე წრე დაარტყა სტადიონს და ტერიტორია დატოვა. კლუბის ხელმძღვანელობამ ამ შემთხვევის გამო პოლიციას მიმართა.
„სავარაუდო პილოტი უკვე დადგენილია. საქმეს სამართალდამცავები იძიებენ,“ – ნათქვამია კლუბის განცხადებაში. მატჩი „ვერდერსა“ და „ჰოფენჰაიმს“ შორის 19 დეკემბერს გაიმართა და ანგარიშით 1:1 დასრულდა.