გერმანული მედიის ინფორმაციით, სასწავლო ფრენისას გერმანიაში ორი ავიაგამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა

17:48, 24.06.2019

გერმანიაში ორი ავიაგამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტი მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გერმანიის ბუნდესვერში განაცხადეს, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი იპოვეს. მეორე მფრინავის ძებნა გრძელდება.

ორი გამანადგურებელი „ევროფაიტერი“ სასწავლო ფრენას ასრულებდა.

მსგავსი