გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვიდან მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ომზე დახარჯა
გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვიდან მეტი მიიღო, ვიდრე ომზე დახარჯა. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალება ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ წიაღისეული ენერგიის გაყიდვიდან მიღებული მოგება 158 მილიარდ ევროს შეადგენდა. თავის მხრივ, ომის ხარჯები 100 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
ანალიზში შეფასებულია 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე პერიოდში ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც, რუსეთისგან ენერგორესურსები ყველაზე მსხვილი მყიდველი ევროკავშირი იყო, რომელმაც მოსკოვს 85 მილიარდი ევრო გადაუხადა. მეორე ადგილზეა ჩინეთი, 35 მილიარდი ევროთი.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსული ენერგორესურსების მყიდველებს შორის ყველაზე მსხვილი გერმანიაა, რომელმაც 19 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს.