გერმანული მედიის ინფორმაციით, ქუთაისი-მემინგენის ავიარეისის 19 მგზავრი გერმანიაში არ შეუშვეს
გერმანული მედიის ინფორმაციით, ქუთაისი-მემინგენის ავიარეისის 19 მგზავრი გერმანიაში არ შეუშვეს

ქუთაისი-მემინგენის ავიარეისის 19 მგზავრი გერმანიაში არ შეუშვეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი აღნიშნული ავიარესის 19 მგზავრს 13 თებერვალს საღამოს, სამართალდამცავებისა და მესაზღვრეების მიერ ერთობლივად ჩატარებული შემოწმების შემდეგ უთხრეს. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, მათ საბუთები წესრიგში არ ჰქონდათ.

როგორც გერმანული მედია იუწყება, 10 მგზავრი საქართველოში იმავე ავიარეისით დაბრუნდა, ხოლო ცხრა მიუნხენის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში გადაიყვანეს, სადაც მათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები შეიძინეს.