გერმანული მედიის ცნობით, ქალაქ ჰანოვერში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავდა ხუთი ადამიანი
გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ავტომობილი ხალხში შევარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, როგორც მედია წერს, პოლიცია შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა ავტომობილის შეჩერების მიზნით ცეცხლი გახსნეს, თუმცა ეჭვმიტანილებმა გაქცევა შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და საპოლიციო თვითმფრინავი იყო მობილიზებული.