გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში სერგეი ლავროვს შეხვდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული ნიუ იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა , რომ შეხვედრა შედგა და აღნიშნა, რომ ინიციატივა გერმანიის მხრიდან გამოითქვა.
ცნობისთვის, ეს 2022 წლის შემდეგ გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაა. 23 სექტემბერს ნიუ-იორკში ლავროვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც შეხვდა.