გერმანული მედია – თავდაცვის კომპანია Rheinmetall-ის ბერლინის ქარხნის მახლობლად ცხრა პირმა პროტესტის ნიშნად თავი გზის საფარზე დაიწება

16:12, 20.10.2026

გერმანული თავდაცვის კომპანიის, Rheinmetall-ის ბერლინის ქარხნის მახლობლად ცხრა მომიტინგემ პროტესტის ნიშნად თავი გზის საფარზე დაიწება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ბერლინის ვედინგის რაიონში მდებარე ქარხანაში დილის 05:30 საათზე გამოიძახეს. მათ შეკრებილი ჯგუფის დაშლა სცადეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 90-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული 11 დემონსტრანტთან გასამკლავებლად.

გერმანიის უმსხვილესმა იარაღის მწარმოებელმა Rheinmetall-მა წარმოება ვედინგის ქარხანაში წელს დაიწყო. მას შემდეგ ქარხანა არაერთხელ გახდა კლიმატის დამცველი დემონსტრანტების საპროტესტო აქციების სამიზნე. აქტივისტებს შორის იყო შვედი გრეტა ტუნბერგიც.

მსგავსი