გერმანული მედია - ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ შტატები უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის
გერმანული მედია - ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ შტატები უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს შეერთებული შტატებიც მიაწვდის. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ სხვა ევროპული ქვეყნებიც, მათ შორის პოლონეთიც მოუწოდებს. ანჯეი დუდამ ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას „ლეოპარდი 2“ ტიპის გერმანული ტანკები, თუკი ბერლინი მათ რეექსპორტირებაზე ნებართვას გასცემს.

„ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკები ყველაზე მოწინავე საბრძოლო ტექნიკაა, რომლის ჭურვსაც 5 კმ-ის რადიუსის მანძილის დაფარვა შეუძლია. უკრაინა კი ომში, ძირითადად, საბჭოთა წარმოების ტ-72 ტიპის ტანკებს იყენებს და დიდი ხანია, დასავლეთს ტანკების მიწოდებას სთხოვს.