გერმანული მედია – ფრიდრიხ მერცის მმართველი ბლოკი რეიტინგში სულ უფრო ჩამორჩება ოპოზიციურ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“
გერმანიაში კანცლერ, ფრიდრიხ მერცის მმართველი ბლოკი რეიტინგში სულ უფრო ჩამორჩება ოპოზიციურ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. გერმანული მედიის თანახმად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მმართველ „ქრისტიან დემოკრატების კავშირის“ და ქრისტიან სოციალური კავშირის ბლოკს მოსახლეობის 20 პროცენტი უჭერს მხარს, მაშინ როდესაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიას 28 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
გასულ თვესთან შედარებით „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთი პროცენტით გაეზარდა მხარდაჭერა.
„მწვანეებმა“ ასევე ერთი პუნქტით გააუმჯობესეს მაჩვენებელი და 15 პროცენტს მიაღწიეს, რითაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საუკეთესო შედეგს მიაღწიეს.
ბოლოს „მწვანეებმა“ გამოკითხვაში 15 პროცენტი 2025 წლის იანვარში მიიღეს.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი უცვლელი რჩება თორმეტ პროცენტზე და ამჟამად „მწვანეებს“ სამი პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.