გერმანული მედია – ბერლინში რუსეთის საელჩოსთან პოლიციაა მობილიზებული

01:36, 15.11.2018

გერმანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბერლინში რუსეთის საელჩოსთან პოლიციაა მობილიზებული. ამის მიზეზი დიპლომატიური მისიის შენობასთან აღმოჩენილი საეჭვო ნივთია.

გავრცელებული ცნობით, უცნაური ნივთი საელჩოსთან გაჩერებულ მანქანაში იპოვეს.

ამჟამად პოლიციას საელჩოს მიმდებარე ქუჩები გადაკეტილი აქვს. მანქანის მფლობელი დაკავებულია. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია

 

მსგავსი