ფინური მედია – ალექსანდრ სტუბმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბერლინში გაემგზავრება

15:03, 13.12.2025
Finland's President Alexander Stubb talks to the media during a joint statement to the press with German Chancellor Olaf Scholz at the Chancellery in Berlin, Germany, Tuesday, Oct. 22, 2024. (AP Photo/Ebrahim Noroozi)

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბერლინში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ ფინური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ალექსანდრ სტუბი ორშაბათს, 15 დეკემბერს ბერლინში უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ამერიკელ, უკრაინელ და ევროპელ ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ბერლინში ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.

მანამდე კი „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 13-14 დეკემბერს ბერლინში ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მსგავსი