გერმანული კონცერნი „ლუფთჰანზა“ 2030 წლისთვის კომპანიის ადმინისტრაციული პოზიციებიდან 4 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს, რაც მისი საოფისე პოზიციების 20%-ია
გერმანული კონცერნი „ლუფთჰანზა“ 2030 წლისთვის კომპანიის ადმინისტრაციული პოზიციებიდან 4 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს, რაც მისი საოფისე პოზიციების 20%-ია

გერმანული კონცერნი „ლუფთჰანზა“ 2030 წლისთვის კომპანიის ადმინისტრაციული პოზიციებიდან 4 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს, რაც მისი საოფისე პოზიციების 20%-ია.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, სამუშაო ადგილების შემცირება მოხდება სამუშაო პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის ფონზე.

ამასთან, კომპანიამ დააკორექტირა მოგების სამიზნე მაჩვენებელი და ის 2028 წლიდან რვა პროცენტიდან ათ პროცენტამდე გაზარდა.

„ლუფთჰანზაში“ ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს მოგებამ უნდა გადააჭარბოს შარშანდელ მაჩვენებელს, რომელიც 1,6 მილიარდ ევროს შეადგენდა.

კონცერნი „ლუფთჰანზა“, რომელსაც 103 ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, უმსხვილესი ევროპული ავიაგადამზიდია. ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ გარდა, კონცერნი აერთიანებს შვეიცარიის, ავსტრიისა და ბრიუსელის ავიახაზებს, ასევე „ევროვინგს“. გარდა ამისა, კონცერნი არის იტალიური ავიაგადამზიდის „იტას“ აქციონერი. კომპანია 2030 წლისთვის გეგმავს 230-ზე მეტი ახალი თვითმფრინავის დამატებას და ავიაკომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შემოსავლების გასაუმჯობესებლად. ამის პარალელურად, 30 სექტემბერს იწურება „ლუფთჰანზას“ მფრინავების მიერ გაფიცვის გადაწყვეტილების მისაღებად დასახელებული ვადა. მფრინავების ძირითადი მოთხოვნა კომპანიის მიერ საპენსიო შენატანის გაზრდაა.