გერმანული გიგანტური ენერგოკომპანია Wintershall-ი აშშ-ის სანქციების გამო, ირანში საქმიანობას წყვეტს
გერმანული გიგანტური ენერგოკომპანია Wintershall-ი აშშ-ის სანქციების გამო, ირანში საქმიანობას წყვეტს

გერმანული გიგანტური ენერგოკომპანია Wintershall-ი აშშ-ის სანქციების გამო, ირანში საქმიანობას წყვეტს.

ირანული ენერგოინდუსტრიის შემზღუდველი სანქციები აშშ-მა 5 ნოემბერს აამოქმედა.

ვაშინგტონის მიზანია, ქვეყნებმა ირანიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტონ. აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით ირანის საფინანსო ინსტიტუტებთან კონტაქტი გაწყვიტა ფინანსური შეტყობინებების დაცვის საერთაშორისო სისტემა SWIFT-მა.

სანქციების ფარგლებში აშშ-მა 900-მდე ირანული კომპანია და ფიზიკური პირი შავ სიაში შეიყვანა. გამონაკლისის სახით: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, საბერძნეთი და იტალია ირანიდან ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ.