გერმანული ფეხბურთის ლეგენდას, მიხაელ ბალაკს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა
გერმანიის ნაკრების, „ბაიერნისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ურთულესი ოპერაცია გადაიტანა – მას ზურგვის ტვინში სიმსივნე ამოკვეთეს.
ექიმებმა სიმსივნე მაშინ აღმოაჩინეს, როცა 43 წლის გერმანელი გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. მას მაშინვე გაუკეთეს ოპერაცია ჰანოვერის ერთ-ერთ კლინიკაში.
გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა, ოპერაციამ კი წარმატებით ჩაიარა. გერმანული ფეხბურთის ლეგენდა უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან და ის აღდგენით პროცესს პორტუგალიაში გადის.