გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:40 წუთზე დაეშვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.ასევე, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ლუფტანზა ჯგუფის რეგიონალური მენეჯერი რენე კოინცაკი, „ევროვინგსის“ საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

Eurowings დიუსელდორფსა და თბილისს შორის, დღეიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა ავიაკომპანია „ევროვინგს“-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით.