გერმანულ კომპანიას გუდაურსა და მესტიაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა
გერმანულ კომპანიას გუდაურსა და მესტიაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ კომპანიაზე – HTM Helicopter Travel Munich GmbH საავიაციო სამუშაოების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, გერმანული კომპანია მიმდინარე წლის 29 აპრილამდე, გუდაურის და მესტიის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი, AS 350 B3-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით ე.წ. ჰელისკიინგის (Heli-skiing) ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმასა და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

ნებართვა კომპანიაზე 2020 წლის 6 იანვარს გაიცა.

ფრენები ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით დაიშვება.