გერმანიის ყოფილ პრეზიდენტ რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილს ლექციისას თავს დაესხნენ და მოკლეს

09:41, 20.11.2019

გერმანიის ექსპრეზიდენტ რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ვაჟს ლექციის მსვლელობისას თავს დაესხნენ და მოკლეს. ინციდენტი სამშაბათს, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ფრიც ფონ ვაიცზეკერი ლექციას ატარებდა. ის ამავე კლინიკის მთავარი ექიმი იყო.

ს​ამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ლექციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი შეეცადა, თუმცა ბოროტმოქმედმა მასაც მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი დაკავებულია. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 1984-1994 წლებში იკავებდა.

მსგავსი