გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კიევში ჩავიდა
გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კიევში ჩავიდა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კიევში ჩავიდა.

როგორც უკრაინის დედაქალაქში ჩასვლისას ჰაბეკმა განაცხადა, მისი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია უკრაინას ხანგრძლივ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

„რუსეთის სასტიკი და უკანონო დამპყრობლური ომის მესამე წელსაც გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, – განაცხადა გერმანელმა მაღალჩინოსანმა.

ვიცე-კანცლერს დაგეგმილი აქვს შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან, ენერგეტიკის მინისტრთან, გერმან გალუშენკოსთან.

მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებზე, ასევე იგეგმება თავდაცვითი მრეწველობის საკითხის განხილვა.

2022 წლის თებერვლიდან გერმანიამ მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკის დასახმარებლად 420 მილიონი ევრო გამოყო. გერმანიის მთავრობა ამ სფეროსთვის კიდევ 25 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს მომდევნო ზამთრისთვის მოსამზადებლად.