გერმანიის თავდაცვის მინისტრი - პუტინი დიდი ხანია, დასავლეთის პარტნიორი აღარ არის
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - პუტინი  დიდი ხანია, დასავლეთის პარტნიორი აღარ არის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია აღარ ითვლება დასავლეთის პარტნიორად.

„ პუტინი უკვე დიდი ხანია აღარ არის პარტნიორი” – ასე უპასუხა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა  ჟურნლისტების შეკითხვას, რომლებმაც მინისტრს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება სთხოვეს. მინისტრის თქმით, პუტინის ქმედებები არის მუდმივი პროვოკაცია, კონფლიქტების გაღვივება და დესტაბილიზაცია.

ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბრიტანეთის მიერ წარდგენილი ყველა დასკვნა სწეორედ რუსეთზე მიუთითებს.