გერმანიის თავდაცვის მინისტრი – ნატო გენერალური მდივნის გარეშე ვერ დარჩება, ამიტომ სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივებას მივემხრობით

18:17, 15.06.2023

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატოში შეთანხმება თუ ვერ შედგება, მაშინ ბერლინი ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივების მომხრე იქნება.

ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო ვერ დარჩება გენერალური მდივნის გარეშე და, ცხადია, გერმანია სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივებას დაუჭერს მხარს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება სექტემბერში ეწურება. სტოლტენბერგი ამ პოსტზე 2014 წელს დაინიშნა. მას შემდეგ მისი ვადა სამჯერ გახანგრძლივდა.

მსგავსი