გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ისრაელისთვის იარაღის მიწოდება ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ისრაელისთვის იარაღის მიწოდება ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული

ისრაელისთვის იარაღის მიწოდება ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

ვადეფულმა ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, შეესაბამება თუ არა ღაზაში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო სამართალს.

„ჩვენ ამას განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში ამ შემოწმების საფუძველზე იარაღის შემდგომ მიწოდებაზე გავცემთ ნებართვას“ – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

იოჰან ვადეფულის განცხადებით, მიუღებელია, რომ ღაზის მოსახლეობას არ აქვს საკვები და მედიკამენტები.