გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
პისტორიუსი უკრიანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის განხილვას გეგმავს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ ვიზიტით ვაჩვენო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. ეს არის გზავნილი, რომ გერმანია, როგორც ნატო-ს წევრი უმსხვილესი ქვეყანა ევროპაში, უკრაინის მხარეს დგას მრავალ სხვა მოკავშირესთან ერთად“, -განაცხადა პისტორუსმა.
უკრაინის დედაქალაქში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ბორის პისტორიუსმა ვარშავაში კიევის დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილა პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან.